• პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა
acharanews.ge
acharanews.ge
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა
როგორ არის მოწყობილი იურიდიული განათლება აშშ-ში

როგორ არის მოწყობილი იურიდიული განათლება აშშ-ში

თებერვალი 17th, 2023 განათლება, უნივერსიტეტი 3

როგორ უნდა მივიღოთ იურიდიული განათლება ამერიკის შეერთებულ შტატებში. ეს კითხვა ბევრს აინტერესებს. რეალურია თუ არა, რომ საქართველოს მოქალაქე გახდეს იურისტი და ამერიკაში აიწყოს კარიერა.
უმაღლესის დამთავრების შემდეგ სავსებით შესაძლებელია იურისტობის მსურველი მოეწყოს Chicago-Kent College of Law სამაგისტრო პროგრამაზე „სასამართლო დაცვა (Trial Advocacy), რომელიც აშშ-ში 10 საუკეთესო იურიდიულ მიმართულებაში შედის. სწავლის პროცესში აქტიურად გამოიყენება ე.წ. როლების გაცვლა, როდესაც იმიტირებული სასამართლო პროცესებზე უწევთ სტუდენტებს გამოსვლა.
სტატიაში განვიხილავთ, რა განსხვავებაა JD და LLM განათლების მოდელებს შორის, რა არის Bar Exam და როგორია იურიდიული განათლების მიღება ამერიკაში.
პირველ რიგში, რაც თვალში საცემია ამ ქვეყანაში იურიდიული განათლების სტრუქტურული დისციპლინის მხრივ, გახლავთ ის, რომ არ არსებობს საბაკალავრო პროგრამები ამ მიმართულებით. ამავე დროს, იმისათვის, რომ დაიწყოთ, მაგალითად, ადვოკატის პროფესიის დაუფლება, აბიტურიენტს ბაკალავრის ხარისხი აუცილებლად უნდა ჰქონდეს. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს რა სფეროში აქვს აღებული მაძიებელს დიპლომი. ამიტომ, ვისაც თავიდანვე სურს იურისპუნდენცია, ბაკალავრზე სწავლისას მომიჯნავე პროფილს ირჩევს – პოლიტოლოგია, ეკონომიკა, სოციოლოგია და ა.შ. თუმცა, იურისტობის შესწავლა შეუძლიათ IT პროგრამისტებს ანდა ინჟინერის პროფესიის მქონეთაც.
იმისთვის, რომ მაძიებელმა მიიღოს იურიდიული განათლება, აუცილებელია გაიაროს Juris Doctor (JD) პროგრამა ანდა მიიღოს მაგისტრის ხარისხი (LLM, Master of Laws).
აშშ-ში არსებობს ასევე იურიდიული კვლევის მაგისტრატურა (MLS – Master of Legal Studies). მართალია, ის არ იძლევა საშუალებას ჩააბარო Bar Exam და გახდე იურისტი, მაგრამ საშულებას იძლევა გაერკვიოთ იმ კონტიგენტის უფლებებში, რომელთა სამუშაო ან ბიზნესი დაკავშირებულია იურიდიულ საკითხებთან – იურიდიული დოკუმენტების და ხელშეკრულებების ხელმოწერასთან, ინდუსტრიის რთულ კანონებში გარკვევა. MLS -ს დამთავრების შემდეგ თქვენ იურისტი არ გახდებით, მაგრამ საშუალება გეძლევათ მომიჯნავე სფეროებში იმუშაოთ, მათ შორის იურისტებთან კონტაქტში. აქვე დავძენთ, რომ ამერიკის იურისტთა ასოციაცია კრძალავს MLS-პროგრამების კრედიტების გათვალისწინებას JD პროგრამის გავლისას.
JD გახლავთ სამწლიანი პროგრამა, რომელიც სამართლის სხვადასხვა ასპექტს შეისწავლის. აბიტურიენტს ჩაბარებისთვის აუცილებლად სჭირდება ბაკალავრის დიპლომი და Law School Admission Test (LSAT) შედეგები. LSAT მისაღების გამოცდის სტანდარტული ტესტი იურიდიული უმაღლესი სასწავლებლებისთვის და ტარდება მთელს მსოფლიოში წელიწადში ოთხჯერ. თუმცა, აბიტურიენტს მისი ჩაბარება ორ წელიწადში სამჯერ შეუძლია მხოლოდ. ტესტის გავლის შემთხვევაში, სრუდენტმა უნდა დაურთოს ყველა ცდის ანგარიში ანუ რამდნჯერ შეეცადა ჩაბარებას და რამდენჯერ ჩაიჭრა ბოლო 5 წლის განმავლობაში. ცნობისთვის, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ტესტი ფასიანია და 215 დოლარი ღირს.
JD -გან განსხვავებით LLM-ს პროგრამა ერთ წელიწადზეა გათვლილი და არც ისე ბევრ შესაძლბელობას იძლევა კარიერული წინსვლის, ვინაიდან სამართლის მხოლოდ ცალკეულ სეგმენტებს შეისწავლის. მას თავისი უპირატესობებიც აქვს – მაგალითად, თუ სტუდენტს Master of Laws დიპლომი აქვს, ეს მას სწავლის პერიოდს შეუმცირებს JD პროგრამაზე სწავლისას ერთი წლით ან წელიწადნახევრით. ასე რომ, ისინი, ვინც გეგმავს ორივე პროგრამის გავლას, ეკონომიას გაუკეთებენ დროს და ფინანსებს. თუმცა, LLM-ს ყველაზე მთავარი პრობლემა გახლავთ ის, რომ ადვოკატის ლიცენზიის მისაღების გამოცდების ჩაბარება – Bar Exam სწავლის დასრულებისთანავე მხოლოდ ხუთ შტატშია შესაძლებელი. ყველა სხვა დანარჩენ შემთხვევაში – ადვოკატის გამოცდების ჩაბარება მრავალი წლის პრაქტიკის შემდეგ ხდება.
LLM სპეციალიზირებული პროგრამაა, რომელიც სამართლის გარკვეულ სფეროებზე ორიენტირდება. ესენია, საგადასახადო კანონი, საიმიგრაციო კანონი, საერთაშორისო სამართალი, ბიზნეს-სამართალი, ჯანდაცვის კანონი და ა.შ. აღნიშნულ პროგრამას უფრო თეორიული ხასიათი აქვს, ისწავლება მაღალ კურსებზე და აღრმავებს იმ ცოდნას, რაც სტუდენტმა JD-ზე სწავლისას გაიარა. ხშირად, იურიდიულ სკოლებში იქმნება კლასები, რომელიც მხოლოდ LLM-ს სტუდენტებზეა გათვლილი. პროგრამის დასრულებისთვის აუცილებელია ასევე სტუდენტმა დაწეროს და დაიცვას სადიპლომო ნაშრომი, რაც JD-ს პროგრამებზე არ არის საჭირო. LLM-ზე მოხვედრა შესაძლბელია მხოლოდ JD პროგრამის გავლისა და დასრულების შემდეგ, ან საზღვარგარეთ იურიდიული პროგრამის დასრულების შემდეგ. ასე და ამრიგად გამოდის, რომ ასეთი გართულებული პროგრამის გავლა ამერიკელებს შეუძლიათ მხოლოდ ბაკალავრზე ოთხწლიანი და JD-ზე სამწლიანი სწავლის შემდეგ. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კი მასზე მოხვედრა შეუძლიათ თავის ქვეყანაში იურიდიული ბაკალავრის ხარისხის მიღების შემდეგ. რომ შევაჯამოთ, LLM პროგრამა სტუდენტის გადამზადებაზე ფოკუსირდება, რათა იგი მოარგოს ამერიკული სამართლის არეალს.
ამერიკელები მიდიან LLM პროგრამაზე JD-ზე სწავლის შემდეგ რამდნიმე მიზეზის გამო. ჯერ ერთი, თუ JD განათლება მათ მიიღეს არა ცნობილ, არამედ რიგით უმაღლეს სასწავლებელში, საკმარისია LLM-ს ერთწლიანი კურსი გაიარონ უმაღლესი ლიგის უნივერსიტეტში, რომ პრესტიჟულ განათლება მიღებულად ითვლებიან. მიუხედავად ამისა, სტუდენტთა უმეტესობა უპირატესობას ანიჭებს გააკეთოს შესვენება JD და LLM ჩაბარებას შორის, რათა შეიძინოს პრაქტიკული გამოცდილება, რაც მომავალში რაც სადიპლომო ნაშრომის დაწერაში დაეხმარებათ.
ამერიკაში, იურიდიული განათლების დამამთავრებელი საფეხური არის Bar Exam-ს ჩაბარება. ეს გამოცდა 2-3 დღეზეა გათვლილი (გააჩნია შტატს) და წელიწადში ორჯერ ტარდება – ივლისში და თებერვალში. შედგება ორი ნაწილისგან, რომელიც მოიცავს კითხვებს პასუხების რამდენიმე ვარიანტით, პრაქტიკული დავალებებით და ესსეს დაწერას. პირველი ნაწილი მოიცავს საერთო ეროვნულ სამართალს და მხოლოდ სატესტო კითხვებისგან შედგება. მეორე ნაწილი – კონკრეტული შტატის კანონმდებლობას მოიცავს, სადაც გამოცდა ბარდება. Bar Exam-ის წარმატებით გავლისთვის აუცილებელია არა მხოლოდ სწავლის დროს ათვისებული ყველა ცოდნის და პრაქტიკული გამოცდილების ჩვენება, არამედ მოქნილი უნარებიც (soft skills) – ქარიზმატულობა, სწრაფი აზროვნების უნარი, მოხერხებულობა და ა.შ. 2-3 დღის განმავლობაში აუცილებელია ბრწყინვალე ცოდნის დემონსტრირება მინიმუმ სამართლის ოცამდე დარგში.
Bar Exam აბარებს იურიდიული სპეციალობის ყველა სტუდენტი. მაგრამ, ყველა უნივერსიტეტი არ ამზადებს მათ ამისთვის. ამიტომ, აშშ-ში ფუნქციონირებს გამოცდისთვის მომზადების ცენტრები. სწავლა ამ ცენტრებში გრძელდება 1,5-2 თვის განმავლობაში და ღირს დაახლოებით 3 000 დოლარი. გამოცდების ჩაბარების ფასი სხვადასხვა შტატში განსხვავებულია – მაგალითად, ნიუ-იორკში სტუდენტები JD -ს ჩაბარების შემდეგ იხდიან 250 დოლარს, LLM ჩაბარების შემდეგ – 750 დოლარს. ილინოისის შტატში კი ჩაბარების ყველა მსურველთათვის 1000 დოლარია.

 

  • Tags
  • იურიდიული განათლება
  • უნივერსიტეტი
Facebook Twitter Google+ LinkedIn Pinterest

Related Posts

რამდენი აბიტურიენტი არ გამოცხადდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აჭარაში განათლება
ივლისი 11th, 2022

რამდენი აბიტურიენტი არ გამოცხადდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აჭარაში

ბათუმის ცენტრში ახალი სკოლა აშენდება განათლება
მაისი 16th, 2022

ბათუმის ცენტრში ახალი სკოლა აშენდება

2023 წლის ახალი პროგრამა სკოლებში - მასწავლებლებმა ხელბურთში გადამზადების კურსი გაიარეს განათლება
მაისი 14th, 2022

2023 წლის ახალი პროგრამა სკოლებში - მასწავლებლებმა ხელბურთში გადამზადების კურსი გაიარეს

Facebook Comments

ეკონომიკა
რაში დახარჯავს ბათუმის მერია 2022 წლის ბიუჯეტს - 107 მილიონ ლარს?!

რაში დახარჯავს ბათუმის მერია 2022 წლის ბიუჯეტს - 107 მილიონ ლარს?!

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

სამართალი
ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით შეეფარდა

ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით შეეფარდა

აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისში შსს-მ ცეცხსასროლი იარაღის მასშტაბური ამოღება განახორციელა

აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისში შსს-მ ცეცხსასროლი იარაღის მასშტაბური ამოღება განახორციელა

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვისთვის სამ პირს 4-დან 12 წლამდე ემუქრება

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვისთვის სამ პირს 4-დან 12 წლამდე ემუქრება

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

  • Click here - to select or create a menu
© acharanews.ge 2017. ყველა უფლება დაცულია
დამზადებულია NanoTex-ის მიერ