საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უხუცესთა ქორეოგრაფიული ანსამბლის „ბერმუხას“ 18 წევრი ქართული ფოლკლორის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
,,ბერმუხას“ დაჯილდოების ცერემონია ხულოში გაიმართა, რომელსაც სალომე ზურაბიშვილთან ერთად აჭარის მთავრობისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქართული კულტურა და ტრადიციები არის ყველაზე დიდი ფასეულობა ევროპულ ოჯახში.