„აზოვსტალისთვის“, „მარიუპოლისთვის“ – ასეთი აქცია-პერფორმანსი გაიმართა ბათუმში პარტია „დროას“ ორგანიზებით. ელენე ხოშტარიას თანამოაზრეებმა ბათუმის სანაპიროზე უკრაინის დროშის ფერებში ფრანები გაუშვეს.
„ეს იყო კონკრეტული გზავნილი აზოვსტალისთვის და მარიუპოლისთვის, ვინაიდან ყოველდღიურად ბათუმში ჩამოდის ძალიან ბევრი ოჯახი უკრაინიდან. ამიტომ, ჩვენ აზოვსტალის მიმართულებით გავუშვით ლურჯი და ყვითელი ფრანები და ამით სოლიდარობა გამოვუცხადეთ მათ“ – განაცხადა პარტია „დროას“ წევრმა, ნათია გოლეთიანმა.
ხოშტარიას პარტიის წევრებმა ლურჯ-ყვითელი ფრანები გაუშვეს ბათუმიდან მარიუპოლის „მიმართულებით“
