• პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა
acharanews.ge
acharanews.ge
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა

როდემდე დაჰყოფს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში”?!

მაისი 12th, 2022 მედიცინა, პოლიტიკა 5

როდემდე დაჰყოფს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში”?!

ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში” გადაიყვანეს. მას იქ დიაგნოსტიკური კურსი და დამატებითი კვლევები ჩაუტარდება. უსაფრთხოების მიზნით, კლინიკის მიმდებარე ტერიტორიაზე პენიტენციური სამსახურის ავტომობილებია მობილიზებული და ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრული. გუშინვე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ექს-პრეზიდენტისთვის კლინიკის მეხუთე სართულზე პალატა მზად იყო.
კლნიკაში გადაყვანის შეთავაზება, კონკრეტულად „ვივამედში“, მესამე პრეზიდენტმა ორი დღის წინ მიიღო, როდესაც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, იუსტიციის მინისტრის – რატი ბრეგაძის მხირდან აღნიშნული შეთავაზება გაკეთდა. ამის შემდეგ ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა, მეორე დღეს კი, ეკა ხერხეულიძემ, რუსთავის მე-12 პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ ეს არ იყო მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ულტიმატუმი და სააკაშვილი მზად იყო გადასულიყო „ვივამედში“. შესაბამისად, გუშინ მთელი ღამის განმავლობაში იყო მოლოდინი, რომ სააკაშვილს 11 მაისს გადაიყვანდნენ კლინიკაში, თუმცა მისი ტრანსპორტირება 12 მაისს, დილის 10 საათისთვის განხორციელდა.
თუ რამდენ ხანს დაჰყოფს მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში, „ვივამედის“ ხელმძღვანელობას ამასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია. თავად სააკაშვილის სურვილი იყო, რომ დედამისი – გიული ალასანია დასწრებოდა გამოკვლევის პროცესს. როგორც გიული ალასანია აცხადებს, მას არ აქვს ინფორმაცია, მისცემენ თუ არა ნებას დაესწროს შვილის დიაგნოსტიკის პროცესს.
კლინიკაში მისული „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი ჩალაძისთვის, რომელიც გიული ალასანიას ადგილზე მოსვლას ელოდებოდა, პრიორიტეტად რჩება მიხეილ სააკაშვილის მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის პროცესი. როგორც ჩალაძე აცხადებს, ეს არის ერთგვარი მოსამზადებელი ეტაპი, რომ ექს-პრეზიდენტმა მგზავრობა შეძლოს და გადაყვანისას პრობლემები არ შეექმნას.

  • Tags
  • ვივამედი
Facebook Twitter Google+ LinkedIn Pinterest

Related Posts

ბათუმის ავარიული სახლების ტენდერის გამო „ნაცმო“ პროკურატურას მიმართავს პოლიტიკა
ივლისი 11th, 2022

ბათუმის ავარიული სახლების ტენდერის გამო „ნაცმო“ პროკურატურას მიმართავს

დათო ტურაშვილს და „არ გადადოს“ სურს „გადადგას ნაბიჯი ევროპისკენ“ პოლიტიკა
ივნისი 24th, 2022

დათო ტურაშვილს და „არ გადადოს“ სურს „გადადგას ნაბიჯი ევროპისკენ“

ენმ-ს დეპუტატი ადაპტირებული ხიდის მშენებლობის დაწყებას ითხოვს პოლიტიკა
ივნისი 24th, 2022

ენმ-ს დეპუტატი ადაპტირებული ხიდის მშენებლობის დაწყებას ითხოვს

Facebook Comments

ეკონომიკა
რაში დახარჯავს ბათუმის მერია 2022 წლის ბიუჯეტს - 107 მილიონ ლარს?!

რაში დახარჯავს ბათუმის მერია 2022 წლის ბიუჯეტს - 107 მილიონ ლარს?!

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

სამართალი
ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით შეეფარდა

ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით შეეფარდა

აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისში შსს-მ ცეცხსასროლი იარაღის მასშტაბური ამოღება განახორციელა

აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისში შსს-მ ცეცხსასროლი იარაღის მასშტაბური ამოღება განახორციელა

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვისთვის სამ პირს 4-დან 12 წლამდე ემუქრება

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვისთვის სამ პირს 4-დან 12 წლამდე ემუქრება

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

  • Click here - to select or create a menu
© acharanews.ge 2017. ყველა უფლება დაცულია
დამზადებულია NanoTex-ის მიერ