მართლმადიდებლური ეკლესია დღეს საქართველოს განმანათლებლის, მოციქულ ანდრია პირველწოდებულების დღეს აღნიშნავს. ანდრია პირველწოდებული საქართველოში განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობს, ვინაიდან იგი ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი და გამავრცელებელია. 12 მაისი მოციქული ანდრიას საქართველოში შემოსვლის დღეა. თარიღი უქმე დღედ არის გამოცხადებული.
ხულოში ეს დღე დიდაჭარობად აღინიშნება, ვინაიდან სწორედ აქედან შემოვიდა მოციქული საქართველოში და იქადაგა ქრისტიანობა. ამავე სოფელში აიგო დიდი ტაძარი და მოინათლა მოსახლეობა. ყოველ წლიურად, ეს დღე ლიტერატურული და ფოლკლორული ღონისძიებებით აღინიშნებოდა. წელს, წირვა ჩატარდა ტაძარში. მომლოცველების ჯგუფი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოვიდნენ, მათ შორის ბათუმის ერთ-ერთი სკოლიდან, რათა პატივი მიეგოთ იმ ნაკვალევისთვის, რომელიც ანდრია პირველწოდებულმა გაიარა. ასევე იმ ღვაწლისთვის, რომელიც ღვთისშობელს აქვს ჩვენი ერისა და საქართველოს წინაშე.
როგორც პატრიარქი ბრძანებს, დღევანდელი დღე სიკეთის და იმედის დღეა. უფალმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ მართალ გზაზე.