„ქართული ოცნების“ ბათუმის საარჩევნო შტაბის უფროსის, ირაკლი ჭეიშვილის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, გარკვეული სახის ხარვეზები შესაძლებელია იყოს, მაგრამ საერთო ჯამში ვითარება სტაბილურია. ჭეიშვილმა აღნიშნა, რომ მათ აქვთ ინფორმაცია, რომ ოპოზიცია გეგმავს დესტრუქციული ძალების მობილიზებას დღის მეორე ნახევარში. ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, რომ საარჩევნო უბნებზე „ქართული ოცნებას“ თითქოს მობილიზებული ჰყავს ე.წ. ძველი ბიჭები, სრული აბსურდია და მოქალაქეებს მშვიდად შეუძლიათ გადაადგილება როგორც პერიმეტრის შიგნით, ისე გარეთ.
„არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, გარკვეული სახის ხარვეზები შესაძლებელია იყოს, მაგრამ ეს არის მხოლოდ ტექნიკური მხარე. დანარჩენი 14-ვე საარჩვენო უბანზე არჩევნები ჩვეულ, სტაბილურ რიტმში მიმდინარეობს“– განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა ბრიფინგზე.