ტყვიით დაინძურების წყაროების კვლევა ისევ დღის წესრიგშია. კვლევის საგანგაშო პასუხების მიუხედავად, ჯერ კიდევ გაურკვეველია, როგორ ხვდება მძიმე მეტალი ორგანიზმში და სად არის მთავარი საფრთხეები. წყაროებს შორის განიხილება წყალი, ნიადაგი, საღებავები და სათამაშოები. UNICEF-სა და დაავადებათა ეროვული ცენტრის ერთობლივი კვლევის კუთხით, ტყვიის დაბინძურების მხრივ ყველაზე საგაგანგაშო ვითარება დასავლეთ საქართველოშია, კერძოდ კი, აჭარაში. გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით, მდინარის წყლის კვლევა იგეგმება.
„თითქმის 6 000-მდე ორსულის კვლევა ჩატარდა. საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელი მივიღეთ. 300-ზე მეტი ორსულის სისხლში აღმოჩნდა ტყვიის მაღალი შემცველობა. ვიკვლევთ მოქალაქეებს, მოზარდებს, ბავშვებს, მაგრამ მნიშვნელოვანია მიზეზის შესწავლა, ამიტომ UNICEF-თან ერთად დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დაიწყო წყლის და გარემოს კვლევა, რაც შეიძლება იყოს მიზეზი ტყვიის გაზრდისა ორგანიზმში “ – განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მარი ზანაქიძემ.
2018 წლის შემდეგ მნიშვნელოვნად გაიზარდა ტყვიით ინტოქსიკაციის მაჩვენებელი მოზარდებსა და ორსულებშიც. აღნიშნული მაჩვენებელი ასევე სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეისწავლება. პასუხები აქაც საგანგაშოა. სპეციალისტების აზრით, მნიშვნელოვანია სისხლში დადგინდეს ტოქსიკური ნივთიერების სისხლში კონცენტრაციიის მიზეზები.
„ჩვენ დავიწყეთ უკვე სიღრმისეული კვლევა გმომწვევ მიზეზებზე. გარდა იმისა, რომ ჩვენ ვაწარმოებთ მკურნალობას ორსულობის პროცესში, რათა თავიდან ავიცილოთ მავნე ტოქსიური ზეგავლენა ამ ელემენტისა არამარტო დედაზე, არამედ ჩვილზე. განსაკუთრებით მაღალი ტყვიის ექსპოზიციის შემთხვევაში ტოქსიოლოგებთან გავივლიტ კონსულტციებს და ისე ვიმოქმედებთ. დაბალი მაჩვენებლების შემთხვევაში, სამკურნალო საშუალებების გამოყენებით ვუმკურნალებთ“ – აცხადებს ირის ბოჩაშვილის კლინიკა „მედინას“ კლინიკური დირექტორი ჯუმბერ უნგიაძე.
აჭარის საზოგადოერვი ცენტრი წელს კვლევას ტყვიაზე 8-დან 14 წლამდე მოზარდებზე ჩაატარებს. კვლევის აუცილებლობას ოჯახის ექიმი განსაზღვრავს და ანალიზები ჯადანცვის პირველადი პროგრამის ფარგლების ობიექტებში ჩაბარდება. ექიმების თქმით, სისხლში ტყვიის მატება პროგრამაში ჩართული ბავშვების 60%-ს დაუდგინდა, რაც სხვადასხვა სიმპტომით გმოვლინდა და ხშირ შემთხვევაში მედიკამენტოზური მკურნალობა დასჭირდა.
„ვისაც სიმპტომები ჰქონდა, 6-7 წლამდე ბავშვებს, ყველას დაუდასტურდა ტყვიის მაღალი შემცველობა. გარდა ამისა არის აუხსნელი ეტიმიოლოგიის ანემია ან რკინის ლატენტური დეფიციტი. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პრობლემა, ვინაიდან ტყვია არის კუმულაციის უნარის მქონე, რომელიც ცუდად მოქმედებს ადამიანის ჯანმრთელობაზე, თუმცა მისი მოგვარება შეიძლება“ – აცხადებს პედიატრი ნიმარი ჭელიძე.
ბოლო კვლევების თანახმად, საქართველოში ბავშვების 41%-ში ტყვიის შემცველობა 5 დცმ-ზე მეტია, მაშინ როდესაც ტყვიის უსაფრთხო დოზა არ არსებობს