• პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა
acharanews.ge
acharanews.ge
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა

საქართველოში შემოსული Merck-ის და Pfizer-ს კოვიდის სამკურნალო ხუთდღიანი კურსი 700 დოლარი ჯდება?!

ნოემბერი 20th, 2021 მედიცინა 256

საქართველოში შემოსული Merck-ის და Pfizer-ს კოვიდის სამკურნალო ხუთდღიანი კურსი 700 დოლარი ჯდება?!

ფარმაცევტული კომპანია Merck-ის მიერ შემუშავებული ორიგინალური ტაბლეტირებული პრეპარატი — მოლნუპირავირი, რომელიც Covid-19-ის წინააღმდეგ მიმართულ ხუთდღიან კურსს მოიცავს, ღირს 17,74 დოლარი. მაგრამ, ეს არის წარმოების ფასი. გასაყიდი ფასი კი ფარმაკომპანიამ 712 დოლარი დაადო. MSF-ს ოფიციალური წარმომადგენელი ლინა მენგანმა განმარტა, რომ ეს არის ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მოტყუება, ამიტომ ისინი ამ ორიგინალურ პრეპარატს კი არა, არამედ ბევრად იაფ ჯენერიკებს მიმართავენ, რომლებიც ფაქტობრივად ორიგინალი პრეპარატის ანალოგია.
არადა, მანამდე აშშ-ს მთავრობამ Merck-ს 29 მილიონი დოლარი გამოუყო მოლნუპირავირის წარმოებისთვის. ეს პრეპარატი, მწარმოებელი კომპანიის განცხადებით, როგორც კლინიკურმა კვლევებმა აჩვენა, კოვიდის შემთხვევაში, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილიანობის მაჩვენებელს 50%-მდე ამცირებს. მიუხედავად ასეთი მსუყე ფინანსირებისა, Merck მაინც აპირებს აშშ-ს ფედერალურ მთავრობას 712 დოლარი გადაახდევინოს 5 დღიან კურსში, რომელიც თავად მას 17,74 დოლარი დაუჯდა. გამოდის, რომ ამერიკელებმა 40 -ჯერ მეტი თანხა უნდა გადაიხადონ.
„ფარმაცევტულმა კომპანიებმა დროა თავი შეიკავონ ეპიდემიისგან სარგებელის და უსაზღვრო მოგებების ნახვისგან“ – განაცხადა ლინა მენგანმა ორგანიზაციიდან „ექიმები საზღვრებს გარეშე“ (Médecins Sans Frontières).
მსგავსი ანალოგები ანუ ჯენერიკების ღირებულება შეადგებს 15-20 დოლარს მკურნალობისთვის, 700 დოლარი კი უბრალოდ მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელია.

შტატებში უკვე ყველა ხმამაღლა საუბრობს იმაზე, რომ აშშ-ს მთავრობის ჯანდაცვის მესვეურები სრულ შოკში არიან – ფარმაცევტული კომპანია Merck მათ აშშ-ს 700 დოლარს სთხოვს წამალში, რომლის შემუშავებაც კომპანიას მხოლოდ 17 დოლარი დაუჯდა. აშშ-მ უკვე აუწყა „ჯანმოს“, რომ ფარმაკომპანიის ეს ქმედება მისაღებად არ მიიჩნია და MSF-მა უკვე განაცხადა, რომ მსოფლიოს სჭირდება იაფი ჯენერიკები.
ასე რომ, 17 დოლარიანი პრეპარატის 700 დოლარად შესყიდვა კი არა, არამედ მათი ჯენერიკების წარმოება – ასეთი გახლავთ ლინა მენგანის პასუხი ფასების თემაზე. პრობლემა არის ის, რომ პრეპარატი Merck-ის ინტელექტუალური საკუთრებაა და სხვა კომპანიები მას ვერ გადაიღებენ.. ყოველ შემთხვევაში კანონის ფარგლებში. ასევე, Pfizer-ის მიერ წარმოებული Covid-19-ის საწინააღმდეგო პრეპარატი იქნება მისი საკუთრება. Pfizer-ის პრეპარატი მოქმედებს როგორც „პროტეაზის ინჰიბიტორი“, რომელიც კორონავირუსის გამრავლებას აჩერებს ორგანიზმის შიგნით. პროტეაზის მეორე ინჰიბიტორი გახლავთ ასევე ბევრად იაფი გენერიკული ივერმეკტინი, რომელიც, როგორც ზოგიერთი კვლევა უჩვენებს, იგივე ინტენსივობით მოქმედებს Covid-19 ვირუსის გამრავლებაზე.

MSF ჩაატარა კამპანია TRIPS-ზე უარის თქმაზე, რომელიც ინდოეთს და სამხრეთ აფრიკას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციამ შესთავაზა შარშან. შეთავაზება გულისხმობს უარის თქმას პატენტებსა და ინტელექტუალური საკუთრების ფორმებზე ვაქცინებზე, მკურნალობის მეთოდებზე, ტესტებზე და ა.შ. პანდემიის პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ MSF-ს ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 100-ზე მეტმა ქვეყანამ, ის მაინც დაიბლოკა იმათგან, ვისაც MSF უწოდებს „მსოფლიო სავაჭრო პალატის წევრების მცირე ჯგუფს“, მათ შორის, ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, ნორვეგიისა და შვედეთის მიერ.

საქართველოს მსოფლიო სავაჭრო პალატის წევრია და წესდების მიხედვით, მანაც უარი უნდა განაცხადოსპატენტებსა და ინტელექტუალური საკუთრების ფორმებზე ვაქცინებზე, მკურნალობის მეთოდებზე ა.შ. ამ ლოგიკით, ჩვენს მთავრობას მოუწევს უარი თქვას ჯენერიკებზე და 700 დოლარიანი პრეპარატი შეისყიდოს. ამას კი, სავარაუდოდ ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტი ვერ გაწვდება. სწორედ ბიუჯეტზე დარტყმის ასაცილებლად აშშ-ს მთავრობამ ჯენერიკებს მიმართა, რომელიც ორიგინალი პრეპარატის ზუსტად ანალოგიურია. მიუხედავად იმისა, რომ Merck და Pfizer-ს კვლევებს შეერთებული შტატები აფინანსებს, აშშ მხარს უჭერს MSF-ს TRIPS-ზე უარის თქმაზე.

პრეპარატი უკვე იმყოფება ჯენერიკების წარმოების და ტესტირების პროცესში ინდოეთში, სადაც, მენგანის განცხადებით კურსი ეღირება15-დან 20 დოლარამდე. თუმცა ამ უნივერსალურ გადაწყვეტილებას ჯერ კიდევ სჭირდება დატკიცება, ვინაიდან შედარებით იაფი წამლები არ იქნება ხელმისაწვდომი იმ ქვეყნებისთვის, სადაც მკაცრად არის დაცული ინტელექტუალური საკუთრების უფლება.
ლინა მენგანი თვლის, რომ პანდემიის პირობებში ინტელექტუალური საკუთრების უფლებები პანდემიის პირობებში არ უნდა იყო დაცული. „ისეთი ქცეყნები, როგორიც არის რუსეტი და ბრაზილია, რომელტაც აქვთ წამლებსი წარმოების რესურსი, არ უნდა შეექმნათ პატენტთან დაკავშირებული ბარიერები და თავისუფლად უნდა აწარმოონ მსგავის პრეპარტები“ – მიიჩნევს მენგანი ორგანიზაციიდან „ექიმები საზღვრებს გარეშე“.

  • Tags
  • ექიმები საზღვრებს გარეშე
  • კოვიდი
  • კოვიდის სამკურნალო პრეპარატი
  • ლინა მენგანი
  • „პროტეაზის ინჰიბიტორი“
Facebook Twitter Google+ LinkedIn Pinterest

Related Posts

კლინიკებში დაფინანსების ახალი სისტემა - DRG-ის მეთოდი დაინერგება მედიცინა
მაისი 14th, 2022

კლინიკებში დაფინანსების ახალი სისტემა - DRG-ის მეთოდი დაინერგება

როდემდე დაჰყოფს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში"?! მედიცინა
მაისი 12th, 2022

როდემდე დაჰყოფს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში"?!

მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ორი ინტერვალური (16:8-ზე და 18:6-ზე) შიმშილობის ეფექტურობა მედიცინა
მაისი 9th, 2022

მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ორი ინტერვალური (16:8-ზე და 18:6-ზე) შიმშილობის ეფექტურობა

Facebook Comments

ეკონომიკა
რაში დახარჯავს ბათუმის მერია 2022 წლის ბიუჯეტს - 107 მილიონ ლარს?!

რაში დახარჯავს ბათუმის მერია 2022 წლის ბიუჯეტს - 107 მილიონ ლარს?!

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

სამართალი
ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით შეეფარდა

ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით შეეფარდა

აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისში შსს-მ ცეცხსასროლი იარაღის მასშტაბური ამოღება განახორციელა

აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისში შსს-მ ცეცხსასროლი იარაღის მასშტაბური ამოღება განახორციელა

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვისთვის სამ პირს 4-დან 12 წლამდე ემუქრება

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვისთვის სამ პირს 4-დან 12 წლამდე ემუქრება

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

  • Click here - to select or create a menu
© acharanews.ge 2017. ყველა უფლება დაცულია
დამზადებულია NanoTex-ის მიერ