ბათუმის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტი 252 547 400 ლარს შეადგენს. პროექტი საკრებულოში, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 12 ნოემბერს შემოვიდა.მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი, საკრებულოს რეგლამენტის შესაბამისად, უკვე განიხილეს საკრებულოს დარგობრივმა კომისიებმა და შესაბამისი დასკვნები წარუდგინეს საკრებულოს საფინანსო და ეკონომიკური განვითარების კომისიას. პროგრამული კლასიფიკაციის შესაბამისად, პრიორიტეტების მიხედვით, ასიგნებები გადანაწილდა შემდეგნაირად:
• მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარება – 107 373 300 ლარი;
• ქალაქის დასუფთავება, ეკოლოგიური მდგომარებისა და სარეკრეაციო ინფრასტრუქტურის განვითარება – 21 422 400 ლარი;
• განათლება – 26 792 300 ლარი; • კულტურა, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი – 11 821 600 ლარი;
• ჯანმრთელობისა დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა – 18 408 600 ლარი;
• ქალაქის ეკონომიკური და ურბანული განვითარება – 2 260 000 ლარი;
• მუნიციპალური სერვისების განვითარება – 7 906 700 ლარი.