• პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა
acharanews.ge
acharanews.ge
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა

გათამაშებული მასკარადი „ბათუმი ამბასადორის“ გარშემო და მინიმალური ჯარიმა „მფარველებისგან“

სექტემბერი 21st, 2021 საზოგადოება 19

გათამაშებული მასკარადი „ბათუმი ამბასადორის“ გარშემო და მინიმალური ჯარიმა „მფარველებისგან“

ბულვარის ტერიტორიაზე „ბათუმი ამბასადორის“ მშენებლობის გარშემო ვნებათაღელვა ჯერ კიდევ გაზაფხულზე დაიწყო. კერძოდ, 5 აპრილს ბათუმის საქალაქო სასამართლომ სათანადო დასაბუთების გარეშე არ დააკმაყოფილა „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ და საზოგადოება „ბათომის” მოთხოვნა შეჩერებულიყო 19-სართულიანი (საიდანაც, 3 მიწის ქვეშ დაიგეგმა) სასტუმროს მშენებლობა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის – ბათუმის ბულვარის ტერიტორიაზე. მიღებულ განჩინება ცენტრმა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომლის ფარგლებშიც მოითხოვა მშენებლობის დაუყოვნებლივ შეჩერება.
იმ დროისთვის, „ამბასადორი ბათუმის“ მე-9 სართული შენდებოდა ანუ ძეგლისთვის დასაშვებ პარამეტრებზე 6 სართულით მეტი.
სასამართლომდე ერთი კვირით ადრე, ადგილობრივების უკმაყოფილება გამოიწვია ბათუმის საკრებულოს სხდომამ, რომელზეც ერთ-ერთი მსხვილი კერძო კომპანიის მოთხოვნით, ბულვარის პლაჟის ნაწილის კერძო საკუთრებაში გადაცემის საკითხზე უნდა ემსჯელა საკრებულოს. მოქალაქეთა პროტესტის საპასუხოდ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ-კულტურული სტატუსის გათვალისწინებით, ახალი მშენებლობების დაწყებაზე გამოაცხადებდა სრულ მორატორიუმს კონსერვაციის გეგმის დამტკიცებამდე. თუმცა, რიჟავაძემ იქვე განმარტა, რომ მორატორიუმი არ შეეხებოდა „ამბასადორი ბათუმის” მიმდინარე მშენებლობას.
ეს მაშინ ფიქრობდა ბატონი რიჟავაზე ასე, თორემ სექტემბრის მეორე ნახევარში, წინასაარჩევნოდ ანუ, რატომღაც აზრი შეიცვალა და კომპანია „ბათუმი ამბასადორის“ დაჯარიმებაზე ალაპარაკდა. ამას წინ უძღოდა აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოს დასკვნა, რომ ბულვარში „ბათუმი ამბასადორის“ მშენებლობა კანონდარღვევებით მიმდინარეობდა. მოკლედ, რიჟავაძის განმარტებით, „ბათუმი ამბასადორმა“ თვითნებურად მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე-17 სართულის მშენებლობა დაეწყოო.
როგორც გაირკვა, არანაირი თვითნებურ გადაწყვეტილებაზე არ არის საუბარი – მე-17 სართული შეთანხმებული იყო საკრებულოსთან, მხოლოდ მსუბუქი კონსტრუქცია. შემდეგ, ეს კონსტრუქცია „მძიმედ“ მიიჩნიეს საკრებულოს წევრებმა და აჭარის კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტომ. რაც მთავარია, ისიც შეიტყვეს, რომ სახურავზე ვეტმფრენის დასაჯდომი იგეგმებოდა.
არადა, 17 კი არა, 10 სართულზეც არ უნდა გაცემულიყო ნებართვა. ის, რომ „ბათუმი ამბასადორი“ ჯერ კიდევ გაზაფხულიდან კანონდარღვევით შენდებოდა სწორედ ადგილობრივი მთავრობის ნებართვით – ამაზეც ხმას არ იღებენ. მარტო ახლა აღმოაჩინეს, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, რომ თუმრე მე-17 სართული მძიმეა, სართულებს შორის სიმაღლეა მომატებული და ჯამში სამი მეტრით მაღარ შენობას იძლევა, ვიდრე თავდაპირველი პროექტით იყო გათვალისიწნებული.
დღეს აჭარის მთავრობა 10 000 ლარიან სანქციაზე ალაპარაკდა და მე-17 სართულის დემონტაჟზე. და რა?! გადაიხდის მილიონერი კომპანია მისთვის ამ უმცირესს ჯარიმას და მე-17 სართულის დემომტაჟს გააკეთებს. დაზარალდება ამით?! თუმცა, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მე-17 სართულსაც არავინ მოახსნევინებს – დიდი-დიდი ვეტმფრენის დასასმელი არ გააკეთებინონ!

  • Tags
  • ბათუმი
  • ბათუმი ამბასადორი
Facebook Twitter Google+ LinkedIn Pinterest

Related Posts

ბათუმის ცენტრში ახალი სკოლა აშენდება განათლება
მაისი 16th, 2022

ბათუმის ცენტრში ახალი სკოლა აშენდება

„ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება აჭარაში“ გამარჯვებულები გამოვლინდა საზოგადოება
მაისი 16th, 2022

„ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება აჭარაში“ გამარჯვებულები გამოვლინდა

14 მაისი - დღეს საქართველოში თამარობა აღინიშნება რელიგია
მაისი 14th, 2022

14 მაისი - დღეს საქართველოში თამარობა აღინიშნება

Facebook Comments

ეკონომიკა
რაში დახარჯავს ბათუმის მერია 2022 წლის ბიუჯეტს - 107 მილიონ ლარს?!

რაში დახარჯავს ბათუმის მერია 2022 წლის ბიუჯეტს - 107 მილიონ ლარს?!

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

სამართალი
ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით შეეფარდა

ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით შეეფარდა

აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისში შსს-მ ცეცხსასროლი იარაღის მასშტაბური ამოღება განახორციელა

აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისში შსს-მ ცეცხსასროლი იარაღის მასშტაბური ამოღება განახორციელა

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვისთვის სამ პირს 4-დან 12 წლამდე ემუქრება

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვისთვის სამ პირს 4-დან 12 წლამდე ემუქრება

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

  • Click here - to select or create a menu
© acharanews.ge 2017. ყველა უფლება დაცულია
დამზადებულია NanoTex-ის მიერ