• პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა
acharanews.ge
acharanews.ge
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

იანვარი 5th, 2021 პოლიტიკა, სამართალი 50

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

აჭარის მთავრობა პრაქტიკას არ ცვლის და ქონებას კვლავ არაკონკურენტულ გარემოში ასხვისებს. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროდან ორი წლის წინ ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ პირობიანი აუქციონის, პირდაპირი მიყიდვის და უსასყიდლოდ გასხვისებული ქონების შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა და გაანალიზა.
მსგავსი შინაარსის კვლევა ორგანიზაციამ 2018 წლის მარტშიც გამოაქვეყნა, რომელშიც 2013-2016 წლების მონაცემებია შეფასებული. კვლევაში მიმოხილულია აჭარის ქონების პირდაპირი გზით და პირობიანი აუქციონით გასხვისების ტენდენციები, კომპანიებთან მოშლილი ხელშეკრულებები და ქონების მიმღები პირების პოლიტიკური შემოწირულობები.
პირდაპირი მიყიდვის ფორმით მიწის ნაკვეთები ხულოს მუნიციპალიტეტის რიყეთის თემში 16 კომპანიას გადაეცა (2017 წლამდე პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონება ძირითადად ზღვის სანაპირო ზოლზე სხვისდებოდა). აჭარის მთავრობას არც ეს ქონება გაუსხვისებია კონკურენტულ გარემოში.
პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონების მიმღებთა შორის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ორი კომპანია ფიგურირებს: შპს „ბიზნეს დეველოპმენტი“ (მწვანე კონცხზე მიწის ნაკვეთები 686 382 ლარად შეიძინა) და შპს „ზიმო“, რომელმაც 19 600 ლარად 19 ცრუ ქაფურის ხე ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანიისთვის შეიძინა.
საკვლევ პერიოდში 40 ფიზიკური და იურიდიული პირი, რომელსაც ქონება საინვესტიციო ვალდებულებით ჰქონდა გადაცემული, ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლდა. ამასთან, 14 იურიდიულ და ფიზიკურ პირთან ხელშეკრულება მოიშალა.
ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული კომპანია „ბიზნეს დეველოპმენტმა” პირობიანი აუქციონის ფორმით მწვანე კონცხზე ბოტანიკური ბაღის მომიჯნავედ 3239,62 კვ/მ შენობა (უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტური საცხოვრებელი) და მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთი 4 600 000 ლარად შეიძინა.
ბათუმში, საანგარიშო პერიოდში, წინა წლების მსგავსად, 1 ლარად მიწის ნაკვეთი ბინათმშენებლობის მიზნითაც გაიცა – 2897 კვ/მ არასასოფლო დანიშნულების მიწის ნაკვეთი შპს „გ2 ბილდინგს” გარკვეული სოციალური და საინვესტიციო პროექტების განხორციელების პირობით გადაეცა.
პირდაპირი მიყიდვის ფორმის გახშირებული გამოყენების გარდა, საკვლევ პერიოდში პრობლემურად ჩანს მიწის ნაკვეთის ბინათმშენებლობის მიზნით 1 ლარად გასხვისებაც კომპანია „გ2 ბილდინგისთვის”.

კომპანიამ 2836 კვ/მ მიწის ნაკვეთი 1 ლარად მიიღო, სანაცვლოდ ბათუმში, ტაბიძის ქუჩაზე ეკომიგრანტებისთვის განკუთვნილი ორი 9-სართულიანი კორპუსის მშენებლობა უნდა დაესრულებინა. კომპანიამ 2 კორპუსის მშენებლობა დაასრულა (ხელშეკრულების ხელმოწერის დროს ხუთი სართული უკვე აშენებული იყო), თუმცა მიღებულ მიწის ნაკვეთზე ახალი კორპუსის მშენებლობას ვერ იწყებს, რადგან მომიჯნავედ ავარიული კორპუსი მდებარეობს და მშენებლობა მას საფრთხეს შეუქმნის. შესაბამისად, შპს „გ2 ბილდინგს” 5 მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელება და სამინისტროსთვის 850 კვ.მ საცხოვრებელი ფართობის გადაცემის ვალდებულება ჯერ არ შეუსრულებია.
კითხვებს აჩენს აუქციონზე გატანილი ქონების საწყისი საპრივატიზებო თანხების ოდენობა. თვალსაჩინოებისთვის ავიღეთ აუქციონით გასხვისებული ორი ქონება, რომელიც ერთსა და იმავე ქუჩაზე (ბათუმში, მემედ აბაშიძის ქუჩაზე) მდებარეობს და შევადარეთ მათი აუქციონზე გასხვისების საწყისი საფასურები: ორივე ქონება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, ერთ შემთხვევაში 1 კვ/მ ქონების საწყისი საპრივატიზებო საფასურია 940 ლარი, ხოლო მეორე შემთხვევაში – 3 649 ლარი.
გაუგებარია, თუ რამ გამოიწვია ერთსა და იმავე ქუჩაზე მდებარე ორი ქონების საწყის საფასურებს შორის ასეთი მნიშვნელოვანი სხვაობა. „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” მოთხოვნის მიუხედავად, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს აღნიშნულ ქონებათა შეფასების ექსპერტული დასკვნები არ არსებობს.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ხელშეკრულებები გადაუვადა და პირგასამტეხლოებისგან გაათავისუფლა ისეთი კომპანიები, რომლებიც ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” კვლევებში რამდენიმე წლის წინაც მოხვდნენ. ესენია:
„რეკან გრუპ ჯორჯია” – 1 299 375 ლარისა და 415 473 აშშ დოლარი ჯარიმისგან გათავისუფლდა და ისევ მიეცა დამატებითი ვადა.
შპს „სტატოტელი”- 1 042 650 ლარი ჯარიმისგან გათავისუფლდა და პირობების შესასრულებლად დამატებითი ვადა მიეცა.
„დს გრუპი” – 71 733 ლარის ჯარიმისგან გათავისუფლდა და დამატებითი ვადა მიეცა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კუთვნილი ქონების პირდაპირი წესით და პირობიანი აუქციონით მყიდველი კომპანიების ნაწილს სხვადასხვა დროს პოლიტიკური შემოწირულობა აქვთ განხორციელებული.
შპს „კახური ტრადიციული მეღვინეობა – აგრო-ქედა”, რომელსაც ქონება პირდაპირი მიყიდვით აქვს შეძენილი, 2017 წელს 36 053 ლარის პირგასამტეხლოს გადახდისგან გათავისუფლდა. კომპანიის მესაკუთრე „კახურმა ტრადიციულმა მეღვინეობამ” კი 2016-2017 წლებში „ქართულ ოცნებას” ჯამში 240 ათასი ლარი გადაურიცხა.
შპს „ნიუ თაიმის” 100%-იანი წილის მფლობელმა მალხაზ ბერიძემ 2014 წელს „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” 40 000 ლარი შესწირა. 2017 წელს კი 50 080 ლარად ხულოში, კურორტ ბეშუმში 31 130 კვ.მ მიწა პირდაპირი მიყიდვის ფორმით შეიძინა.
შპს „ალიანსს” 2018 წელს ქონება პირდაპირი მიყიდვის ფორმით აქვს შეძენილი ქობულეთში. ამ კომპანიის 15%-იანი წილის მფლობელმა აკაკი სონღულიამ 2014 წელს, „ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს” 20 000 ლარი შესწირა.

  • Tags
  • კორუფცია
  • ტენდერი
Facebook Twitter Google+ LinkedIn Pinterest

Related Posts

ბათუმის ავარიული სახლების ტენდერის გამო „ნაცმო“ პროკურატურას მიმართავს პოლიტიკა
ივლისი 11th, 2022

ბათუმის ავარიული სახლების ტენდერის გამო „ნაცმო“ პროკურატურას მიმართავს

დათო ტურაშვილს და „არ გადადოს“ სურს „გადადგას ნაბიჯი ევროპისკენ“ პოლიტიკა
ივნისი 24th, 2022

დათო ტურაშვილს და „არ გადადოს“ სურს „გადადგას ნაბიჯი ევროპისკენ“

ენმ-ს დეპუტატი ადაპტირებული ხიდის მშენებლობის დაწყებას ითხოვს პოლიტიკა
ივნისი 24th, 2022

ენმ-ს დეპუტატი ადაპტირებული ხიდის მშენებლობის დაწყებას ითხოვს

Facebook Comments

ეკონომიკა
რაში დახარჯავს ბათუმის მერია 2022 წლის ბიუჯეტს - 107 მილიონ ლარს?!

რაში დახარჯავს ბათუმის მერია 2022 წლის ბიუჯეტს - 107 მილიონ ლარს?!

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

სამართალი
ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით შეეფარდა

ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით შეეფარდა

აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისში შსს-მ ცეცხსასროლი იარაღის მასშტაბური ამოღება განახორციელა

აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისში შსს-მ ცეცხსასროლი იარაღის მასშტაბური ამოღება განახორციელა

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვისთვის სამ პირს 4-დან 12 წლამდე ემუქრება

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვისთვის სამ პირს 4-დან 12 წლამდე ემუქრება

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

  • Click here - to select or create a menu
© acharanews.ge 2017. ყველა უფლება დაცულია
დამზადებულია NanoTex-ის მიერ