აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში დაფიქსირებული კორონავირუსის ახალი შტამიდან გამომდინარე, უწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყველა პირი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეები, რომელთაც აქვთ დიდ ბრიტანეთში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას დაექვემდებარებიან 12-დღიან სავალდებულო კარანტინს საკარანტინო სივრცეში.
მიმდინარეობს ინტენსიური ტესტირების პროცესი და კორონავირუსის დამახასიათებელი სიმპტომების მქონე პაციენტებს საშუალება აქვთ აჭარის ყველა მუნიციპალიტეტის პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებეში გაიკეთონ ტესტირება.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით, კორონა ვირუსთან დაკავშირებით შექმნილი ოპერატიული შტაბი, აჭარაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას სისტემატურად აკონტროლებს. რეგიონში ეპიდემიის მართვის თვალსაზრისით სტაბილიზაცია შეინიშნება. ბოლო დღეების განმავლობაში კორონა ვირუსით ინფიცირების კლების ტენდენცია გამოიკვეთა. გასული 24 საათის განმავლობაში კლინიკურად გამოჯანმრთელდა 319 პაციენტი. გამოვლინდა ინფიცირების 84 ახალი შემთხვევა. ჯამში, გამოჯანმრთელდა 28 700 – მდე პირი.
სამედიცინო დაწესებულებები და კოვიდ სასტუმროები მზადყოფნაში არიან პაციენტების მისაღებად. ამ დროის მონაცემებით სტაციონარში არის 336 თავისუფალი საწოლი.
აჭარაში სასტუმროები გამონთავისუფლებას იწყებს – ვირუსი კლების სტადიაშია
