არჩევნებში ხმების გაყალბებასთან დაკავშირებით ბათუმში აქცია გრძელდება – ისევ ისე არის კარვები გაშლილი აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან. აქციის ორგანიზატორები არ აპირებენ დაემორჩილონ გადაადგილებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს და დარჩებიან აქციაზე 22 სთ-ის შემდგომაც.
ენმ-ის წევრი, ექიმი ლევან ანთაძეს განცხადებით, რომელიც კორონავირუსის პანდემიის საწყის ეტაპზე კოვიდკლინიკა „მედალფას“ ხელმძღვანელობდა, აცხადებს, რომ არალეგიტიმური ხელისუფლების მიერ წაყენებულ პირობებს ისინი არ დაემორჩილებიან.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი ბექა დიასამიძე იგივე აზრს ავითარებს და განმარტვას, რომ 22 საათის შემსეგაც, როდესაც კომენდანტის საათი დაიწყება, ისინი ყველანი ერთად იქნებიან და „ერთი ვინმემ მოვიდეს და გაბედოს მათი დაჯარიმება“.
ცნობილი ბათუმელი მწერალი და აქტივისტი გენრი დოლიძე მოძრაობა „მოქალაქეებიდან“, კომენდანტის საათს ბიძინა ივანიშვილის ინსტრუმენტს უწოდებს.
მურმან დუმბაძე, „ემსახურე საქართველოს“ ლიდერი, დარწმუნებულია, რომ საქართველოს მოსახლეობამ უკვე შეცვალა ხელისუფლება 2020 წლის 31 ოქტომბერს. მისი თქმით, აჭარაში 180 000 ადამიანი მოვიდა არჩევნებზე, საიდანაც 100 000 ხმა ოპოზიციამ მიიღო.
ხელახალი არჩვენების გარეშე ამ ადამიანებს ქუჩიდან სახლში ვერ შეიყვანთ!
