• პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა
acharanews.ge
acharanews.ge
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა

დაკავებულია ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფი

მარტი 15th, 2019 პოლიტიკა 22

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია ნარკორეალიზატორების ორგანიზებული ჯგუფის 29 წევრი. სამართალდამცველებმა საქართველოში ნარკოტიკების შემოტანისა და გასაღების დანაშაულებრივი სქემა გამოავლინეს და მსხვილი ნარკორეალიზატორები აიყვანეს.

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

”გამოძიებით დადგინდა, რომ ფონიჭალაში დაკავებული ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივი სქემის მიხედვით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების გავრცელების სათავეში იდგნენ. ისინი განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკულ საშუალებებს სხვა ნარკორეალიზატორებზე ასაღებდნენ და მათ მიერ ნარკოტიკების გავრცელების შედეგად მიღებული თანხის გარკვეულ ნაწილსაც იღებდნენ.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე, სამართალდამცველებმა დაკავებულებისგან რამდენჯერმე განახორციელეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებების, მათ შორის „ჰეროინის“ და „კოკაინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა.

პოლიციამ ასევე ბრალდებულების პირადი, ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ათეულობით შეკვრად დაფასოებული, სარეალიზაციოდ გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ ნივთმტკიცებად ამოიღო” – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულია 9 პირი კი – დედაქალაქის სხვა უბნებში, ასევე რუსთავში, მარნეულში, გარდაბანში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსა და ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Twitter Google+ LinkedIn Pinterest

Related Posts

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები პოლიტიკა
იანვარი 5th, 2021

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

ქობულეთის „შუქურას“ ექვსივე ფეხბურთელი კორონასგან განიკურნა პოლიტიკა
ნოემბერი 11th, 2020

ქობულეთის „შუქურას“ ექვსივე ფეხბურთელი კორონასგან განიკურნა

თამარ ჟვანია ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი გამჭვირვალე არჩევნებისთვის პოლიტიკა
ნოემბერი 10th, 2020

თამარ ჟვანია ჯო სი ბაქსტერის ჯილდოზეა წარდგენილი გამჭვირვალე არჩევნებისთვის

Facebook Comments

ეკონომიკა
მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

საქართველოს საავიაციციო ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas“ იწყებს

საქართველოს საავიაციციო ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas“ იწყებს

სამართალი
აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

დაცვის პოლიციის მიერ დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

დაცვის პოლიციის მიერ დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

დავით კირკიტაძე დააკავეს

დავით კირკიტაძე დააკავეს

  • Click here - to select or create a menu
© acharanews.ge 2017. ყველა უფლება დაცულია
დამზადებულია NanoTex-ის მიერ