უმარლეს ლიგაში დაბრუნების შემდეგ, “დინამო ბათუმმა” დღეს სახლში, ანგისის ბაზაზე ტორპედოს უმასპინძლა. შეხვედრის პირველივე ეტაპზე ქუთაისელებმა პოზიციები გაიმყარეს და ორი გოლი გაიტანეს. საბოლოოდ მატჩი სწორედ ამ ანგარიშით ტორპედოს სასარგებლოდ დასრულდა. შესვენების დროს ქუთაისის და ბათუმის დინამოს გულსემატკივრებს სიტყვიერი დაპირისპირებდა მოხდა, რის შემდეგაც ქუთაისის გულშემატკივრები საპატრულო პოლიციამ მოედნიდან გააძევა, თუმცა რამდენიმე ადამიანმა მოედნის დატოვებამდე ტრიბუნები დააზიანეს. ჩემპიონატში
“დინამო ბათუმი” ჯერჯერობით არც ერთი ქულა არ მოუპოვებია, ტორპედომ კი ორიდან ორივე მატჩი მოიგო და დაუმარცხებელი სერიაც 36 მატჩამდე გაზარდა.
მომდევნო მატჩს ბათუმური გუნდი 10 მარტს, სტუმრად თბილისის დინამოსთან გამართავს.