• პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა
acharanews.ge
acharanews.ge
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა

დაავდება წითელა და მისი პრევენციის გზები

იანვარი 25th, 2019 მედიცინა 59

დაავდება წითელა და მისი პრევენციის გზები

წითელა მწვავე ვირუსული დაავადებაა, გადაცემის აეროგენული მექანიზმით, რომელიც მიმდინარეობს ცხელებით, მაკულოპაპულოზური (არავეზიკულარული) გამონაყარით, ხველებით, რინიტით ან კონიუქტივიტით.

წითელა ბავშვთა ინფექციური დაავადებაა, თუმცა ბოლო წლებში, წითელას ეპიდემიოლოგიამ განიცადა მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც გამოიხატა შემთხვევათა შორის უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზრდილების წილის ზრდაში.  საქართველოშიც, 2004-2005 წლების ეპიდემიიდან მოყოლებული და 2013 წლის ეპიდემიის პერიოდში წითელას შემთხვევების უმეტესობა დარეგისტრირდა  მოზრდილებში.  დაავადების მოზრდილ ასაკობრივ ჯგუფში „გადანაცვლებამ“ კი წამოჭრა ახალი პრობლემები, როგორიცაა მოზრდილ მოსახლეობაში დაავადების პრევენციისა და ეპიდაფეთქებაზე საპასუხო ღონისძიებების გატარების სირთულე, აგრეთვე დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობა და გართულებების მაღალი რისკი.

2016-2017წლების მონაცემებით წითელას შემთხვევების მატება დაფიქსირდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონის რამდენიმე ქვეყანაში – რუმინეთში,  იტალიაში, ავსტრიაში, ტაჯიკეთში, ლიტვასა და ყაზახეთში, მათ შორის საქართველოშიც.

დაავადების მიზეზი შესაძლოა იყოს, წითელას კომპონენტის შემცველი ვაქცინაცინით დაბალი მოცვა, მოსახლეობის ფართო ფენებში იმუნიტეტის არარსებობა და ინფექციის მიმღები კონტიგენტის დიდი ხვედრითი წილის დაგროვება.

ინფექციის წყარო არის დაავადებული ადამიანი, რომელიც განსაკუთრებით საშიშია დაავადების ადრეულ, კატარალურ პერიოდში. ვირუსი ბინადრობს ავადმყოფის ცხვირისა და პირის ღრუს ლორწოვანში. ხველების და ცემინების დროს იგი იფრქვევა და ვრცელდება ჰაერში, რაც იწვევს კონტაქტში მყოფთა დაინფიცირებას. გადაცემა შესაძლოა მოხდეს, აეროგენული მექანიზმი-სუნთქვის, ხველების და ცემინების დროს.

ინფიცირების მომენტიდან პირველი სიმპტომების გამოვლენამდე შეადგენს 7-18 დღეს (ჩვეულებრივ, 10-12 დღეს). მაქსიმალურ შესაძლო ინკუბაციურ პერიოდად ითვლება 21 დღე.

წითელას ახასიათებს მაღალი კონტაგიოზურობა (გადამდებლობა) – თითქმის 100%, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც იმყოფება ექსპოზიციის ქვეშ და არ აქვს იმუნიტეტი, დიდი ალბათობით დაავადდება. ინფიცირებულები გადამდებად ითვლებიან გამონაყარის დაწყებამდე 4 დღის და გამონაყარის დაწყებიდან 4 დღის განმავლობაში.

არის ძალიან მაღალი: 24 საათიანი კონტაქტის პერიოდში ავადდება ინფექციის მიმღები კონტიგენტის 40%; 48 საათიანი კონტაქტის პერიოდში 60%; 72 საათიანი კონტაქტის პერიოდში 80%.

წითელას ტიპიური შემთხვევა იწყება მწვავედ -ტემპერატურის მომატებით, რომელსაც თან ახლავს – ხველა, რინიტი, კონიუქტივიტი. სიმპტომების დაწყებიდან დაახლოებით 2-3 დღის შემდეგ პირის ღრუში შეიძლება გაჩნდეს წვრილი, თეთრი გამონაყარი (ფილატოვ-კოპლიკის ლაქები), 5-6 დღის შემდეგ კი ავადმყოფის სხეულზე ჩნდება გამონაყარი. თავდაპირველად გამონაყარი ჩნდება სახეზე (შუბლზე), რომელიც შემდეგ ვრცელდება მთელ სხეულზე, ზევიდან ქვევით (კისერი, ტორსი, ხელები, ფეხები, ტერფები). რამოდენიმე დღეში ტემპერატურა იწევს დაბლა, იწყება გამონაყარის პიგმენტაცია და თანდათან ქრება.

წითელამ შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული გართულებები – ენცეფალიტი, პნევმონია, დიარეა, ოტიტი და სხვა.

ძალიან სერიოზული შორეული გართულებაა ქვემწვავე მასკლეროზირებელი პანენცეფალიტი  (1 შემთხვევა წითელას 10 000-დან 100 000 შემთხვევაზე) რომელიც შესაძლებელია განვითარდესწითელას გადატანიდან რამდენიმე წლის შემდეგ.

Facebook Twitter Google+ LinkedIn Pinterest

Related Posts

სასამართლოში მიბრუნებული საქმეები და საჩივრების განმხილველი 40 ლარიანი ექიმები მედიცინა
იანვარი 26th, 2021

სასამართლოში მიბრუნებული საქმეები და საჩივრების განმხილველი 40 ლარიანი ექიმები

აჭარაში სასტუმროები გამონთავისუფლებას იწყებს - ვირუსი კლების სტადიაშია მედიცინა
იანვარი 4th, 2021

აჭარაში სასტუმროები გამონთავისუფლებას იწყებს - ვირუსი კლების სტადიაშია

9 ნოემბერს დამატებითი შეზღუდვებია დააწესა საკორდინაციო საბჭომ მედიცინა
ნოემბერი 9th, 2020

9 ნოემბერს დამატებითი შეზღუდვებია დააწესა საკორდინაციო საბჭომ

Facebook Comments

ეკონომიკა
მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

საქართველოს საავიაციციო ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas“ იწყებს

საქართველოს საავიაციციო ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas“ იწყებს

სამართალი
აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

დაცვის პოლიციის მიერ დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

დაცვის პოლიციის მიერ დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

დავით კირკიტაძე დააკავეს

დავით კირკიტაძე დააკავეს

  • Click here - to select or create a menu
© acharanews.ge 2017. ყველა უფლება დაცულია
დამზადებულია NanoTex-ის მიერ