არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ გაეროში აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,გლობალური განათლების მოტივატორები“ ხელმძღვანელს ვეინ ჯეიკობს მასპინძლობს.
ვიზიტის ფარლგებში განხორციელდა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა, მათ შორის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე გია გვვაზავასთან და სხვა მაღალი რანგის წარმომადგენლებთან.
7 დეკემბერს ვეინ ჯეიკობი ევროპულ სკოლას ესტუმრა, სადაც გაეროს საერთაშორისო კონფერენციის ლიდერებისა და ორგანიზატორების მოსამზადებელი ტრეინინგ-პროგრამა ჩაატარა. ვიზიტი მოიცავდა გაეროს საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში პირდაპირი ჩართვის, ტელეხიდების უზრუნველყოფას გაეროს შტაბ-ბინიდან. ასევე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ევროპულ სკოლასა და არასამთავრობო ორგანიზაციების ,,გლობალური განათლების მოტივატორები“ და ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ შორის.
მემორანდუმი გაეროს საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ევროპული სკოლის მოსწავლეების ჩართულობას ითვალისწინებს. გაეროში აკრედიტირებული არასამთავრობო ორგანიზაციის ,,გლობალური განათლების მოტივატორები“ ხელმძღვანელმა ვეინ ჯეიკობმა გაეროს საერთაშორისო კონფერენციის ლიდერებისა და ორგანიზატორების მოსამზადებლად ტრენინგ-პროგრამა ჩაატარა ,,ახალგაზრდა დიპლომატების“ ცენტრალურ ოფისშიც, რომელსაც ახალგაზრდა დიპლომატები დაესწრნენ.
შეხვედრა ასევე დაგეგმილია ,,ახალგაზრდა დიპლომატების“ ბათუმის ფილიალსა და ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლასთან, სადაც ის ახალგაზრდა დიპლომატებისთვის და ბათუმელი მოსწავლეებისთვის ლიდერობის ტრეინინგს ჩაატარებს, შეხვდება მშობლებს და ისაუბრებს არაფორმალური განათლების აუცილებლობაზე.
ვიზიტის ფარგლებში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება ასევე იგეგმება ბათუმის ქართულ-ამერიკულ სკოლასა და არასამთავრო ორგანიზაციებთან ,,გლობალური განათლების მოტივატორები“ და ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცებისათვის“ შორის. მემორანდუმი გაეროს საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლის მოსწავლეების ჩართულობას ითვალისწინებს.
მოგეხსენებათ, რომ გაეროს საერთაშორისო კონფერენცია უკვე წლებია ხორციელდება და საქართველოს დელეგაცია, მათ შორის ევროპული სკოლის არაერთი მოსწავლე გახლდათ აღნიშნული კონფერენციის მონაწილე. კონფერენცია მოიცავს სარეზოლუციო პროექტის შემუშავებას, რომელიც გაეროს ახალგაზრდობის წარმომადგენელს გადაეცემა, როგორც რეკომენდაცია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების საკითხში.