• პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა
acharanews.ge
acharanews.ge
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

სექტემბერი 25th, 2018 ეკონომიკა 28

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

მორიგი სიახლე სს „ქართული ლუდის კომპანიისგან – “ დღეიდან ბაზარზე ახალი საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ გამოჩნდება.
კომპანიის მენეჯმენტის განმარტებით, ბავშვებში „ჩერო“ საკმაოდ პოპულარული წვენია და შესაბამისად „გმირები“ მათ ნატურალური წვენებისადმი სიყვარულს კიდევ უფრო გაზრდის.

„სურვილი გვქონდა შეგვექმნა პირველი ქართველი სუპერ გმირები, რომლებიც ერთდროულად განასახიერებდნენ როგორც ხილებს, ასევე ვიტამიენებს და მათ დადებით თვისებებს. სურვილი რეალობად ვაქციეთ და ასე დაიბადა „გმირები“, აცხადებს სს „ქართული ლუდის კომპანიის“ ბრენდმენეჯერი ირაკლი გელაძე.

სს „ქართული ლუდის კომპანიისთვის“ პროდუქციის ხარისხი უმნიშვნელოვანესია. ჩერო „გმირები“ ჩვეულებრივი „ჩეროს“ მსგავსად ჩამოსხმულია ასპეტიკური ტექნოლოგიით, რაც თავის მხრივ საშუალებას იძლევა მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნას ხილში არსებული ვიტამინები და სასარგებლო თვისებები.

„თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ „ჩერო“ შეიცავს იმ საჭირო ვიტამინების დღიურ ნორმას, რომელიც აუცილებელია ჩვენი პატარებისთვის“, განმარტავს ბრენდმენეჯერი.

ჩერო „გმირები“ 5-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე გათვლილი საბავშვო სასმელია, რომელსაც 0,25 ლიტრიანი შეფუთვა აქვს და მასზე დატანილ გმირებში კარგად ჩანს თავად ამ გმირების ძლიერი მხარე და ის ვიტამინები, რომლებსაც თავის მხრივ წვენი შეიცავს და ბავშვებისათვის სასარგებლოა.
სასმელის შეფუთვაზე გამოსახული სხვადასხვა გმირები განასახიერებენ ბავშვებს სუპერ შესაძლებლობებით.

ალუბალი – ალუ და ბალი (ტყუპები, ქარივით სწრაფები);
ვაშლი – კაპიტანი ვაშლი (რკინასავით ძლიერი);
ფორთხოალი – დოქტორი ცევი (მკურნალი, ცნობისმოყვარე);
ბროწეული – ბროწო მაგი (ინტელექტუალი);
მულტიხილი – მულტი გოგო (ჭკვიანი, გაჯეტების მოყვარული, თანამედროვე);

სს „ქართული ლუდის კომპანიას“ „ჩეროს“ ხაზის განვითარებასთან დაკავშირებით საკმაოდ დიდი გეგმები აქვს.
ჩერო „გმირები“ კიდევ ერთი ნაბიჯია ამ ბრენდის პოპულარიზაციისთვის, როგორც საქართველოში ასევე ექსპორტიორ ქვეყნებში.
2018 წლის ბოლომდე „ჩერო“ კიდევ 2 ახალი სახეობის დამატებას გეგმავს, რაც „გმირების“პორტფელში ავტომატურად 2 ახალი გმირის დამატებას გულისხმობს.

Facebook Twitter Google+ LinkedIn Pinterest

Related Posts

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი ეკონომიკა
ნოემბერი 19th, 2018

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო. ეკონომიკა
ივლისი 30th, 2018

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა ეკონომიკა
ივნისი 3rd, 2018

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

Facebook Comments

ეკონომიკა
მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

საქართველოს საავიაციციო ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas“ იწყებს

საქართველოს საავიაციციო ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas“ იწყებს

სამართალი
აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

დაცვის პოლიციის მიერ დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

დაცვის პოლიციის მიერ დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

დავით კირკიტაძე დააკავეს

დავით კირკიტაძე დააკავეს

  • Click here - to select or create a menu
© acharanews.ge 2017. ყველა უფლება დაცულია
დამზადებულია NanoTex-ის მიერ