• პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა
acharanews.ge
acharanews.ge
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

ივნისი 3rd, 2018 ეკონომიკა, საზოგადოება 120

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

Silk Factory Studio–ში საქართველოში წარმოებული სხვადასხვა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა.

ღონისძიებაზე საკუთარი პროდუქცია გამოიტანეს ტანსაცმლისა თუ სამკაულების დიზაინერებმა, ქართული წარმოების სხვადასხვა კვების პროდუქტის მწარმოებლებმა. 

როგორც გამოფენის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, თამარ უჯმაჯურიძემ აღნიშნა, ღონისძიებაზე წარმოადგინეს ძალიან საინტერესო პროდუქტი – ქართული პოპკორნი და ხილისგან დამზადებული ქართული ჩიფსი, რომელიც ეკოლოგიურად სუფთა და შესაბამისად, ჩვეულებრივი ჩიფსისგან განსხვავებით, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

,,გარდა ამისა, გამოფენაზე გამოიტანეს თაფლი, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიით იწურება. როგორც მწარმოებლებმა ამიხსნეს, სკების გარშემო, დიდ რადიუსზე არ არის არანაირი მცენარე, გარდა იმ მცენარისა, რომელიც ფუტკარს თაფლისთვის სჭირდება. ჩვენთან, ასევე, წარმოადგინეს მესხეთიდან ჩამოტანილი ყველი. ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ფიჭვის კევი, რომელიც უფროს თაობას ნამდვილად კარგად ემახსოვრება. ცხადია, მას ისევ ხეებიდან მოიპოვებენ, თუმცა მიცემული აქვს სასაქონლო სახე და შეფუთულია, როგორც ხარისხიანი საქონელი. მინდა აღვნიშნო გამოფენაზე წარმოდგენილი ქსოვილიც, რომელსაც დიზაინერი საკუთარი ხელით ამზადებს და შემდეგ მისგან საკუთარი დიზაინით, სამოსს კერავს”, – განაცხადა თამარ უჯმაჯურიძემ.    

გამოფენა დადებითად შეაფასა ექსკლუზიური სამკაულის დიზაინერმა, მაია მიქაშავიძემ, რომელიც ღონისძიებაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა. მან საღამოს ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა და მონაწილეებს წარმატება უსურვა.

,,მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანაში დღეს კრიზისია, თუმცა “ზოგი ჭირი მარგებელია”. ამ გაჭირვებამ ადამიანებში ნიჭი გამოავლინა. ბევრი არ მუშაობს, მაგრამ ხელნაკეთი ნივთები შექმნეს, ჩანთები შეკერეს, სამკაულები დაამზადეს და ეს გახდა მათი შემოსავლის წყარო. ვინც ნიჭიერი და შრომისმოყვარეა, მათ აუცილებლად გაუმართლებთ. ამის ერთ-ერთი მაგალითი მეც ვარ. მართალია, არასდროს მიჭირდა, მაგრამ 11 წლის წინ, სამკაულის გაკეთება დავიწყე და დღეს ჩემი სამკაული მსოფლიოში ცნობილია. მინდა, ვუსურვო ყველა მონაწილეს, მიაღწიოს იმ წარმატებას, როგორსაც მე მივაღწიე. მადლიერი ვარ ისეთი ადამიანების, როგორიც ამ გამოფენის ორგანიზატორები არიან. მე მათ ხელი შემიწყვეს, ვყოფილიყავი ის, ვინც დღეს ვარ. მადლობელი ვარ ასეთ ღონისძიებაზე მოწვევისთვისაც,” – აღნიშნა მაია მიქაშავიძემ.

გამოფენას ესტუმრა ცნობილი დიზაინერი – ფატუნა ბუშიჰედიც, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ მსგავსი ღონისძიებები ხშირად ჩატარდება და ქართველებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების საშუალება მაქსიმალურად მიეცემათ.

,,თითოეულ მაგიდასთან, რომელთანაც მივდიოდი, სიამაყის უზარმაზარი განცდა მეუფლებოდა. ჩვენ ქართველები ვართ და ასეთ საოცარ რამეებს ვქმნით. ჩენ გვაქვს განსაკუთრებული კრეატივი, რომელსაც მსოფლიო მალე დაინახავს. ტკივილამდე განვიცდი თითოეული ქართველის წარმატებას, თითოეულ დეტალს… ყველა შემოქმედს ვულოცავ, ვუსურვებ დიდ ბაზარზე გასვლას და ვფიქრობ, რომ ასეთი ღონისძიებები ძალან ხშირად და უფრო მასშტაბურად უნდა ტარდებოდეს. ჩვენ ძალიან ნიჭიერები ვართ”, – აღნიშნა ფატუნა ბუშიჰედმა.

გამოფენა-გაყიდვა 12:00-დან დაიწყო და გვიან საღამომდე გაგრძელდა.

ღონისძიების მიზანი ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია და გაყიდვების ხელშეწყობა იყო.

 

  • Tags
  • Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა
Facebook Twitter Google+ LinkedIn Pinterest

Related Posts

აჭარაში სასტუმროები გამონთავისუფლებას იწყებს - ვირუსი კლების სტადიაშია მედიცინა
იანვარი 4th, 2021

აჭარაში სასტუმროები გამონთავისუფლებას იწყებს - ვირუსი კლების სტადიაშია

როგორ მოვიქცეთ, რომ საახალწლო სუფრის შემდეგ არ მოვიმატოთ? საზოგადოება
იანვარი 3rd, 2021

როგორ მოვიქცეთ, რომ საახალწლო სუფრის შემდეგ არ მოვიმატოთ?

9 ნოემბერს დამატებითი შეზღუდვებია დააწესა საკორდინაციო საბჭომ მედიცინა
ნოემბერი 9th, 2020

9 ნოემბერს დამატებითი შეზღუდვებია დააწესა საკორდინაციო საბჭომ

Facebook Comments

ეკონომიკა
მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

საქართველოს საავიაციციო ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas“ იწყებს

საქართველოს საავიაციციო ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas“ იწყებს

სამართალი
აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

დაცვის პოლიციის მიერ დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

დაცვის პოლიციის მიერ დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

დავით კირკიტაძე დააკავეს

დავით კირკიტაძე დააკავეს

  • Click here - to select or create a menu
© acharanews.ge 2017. ყველა უფლება დაცულია
დამზადებულია NanoTex-ის მიერ