„Adventures in Batumi”- ამ სახელწოდებით მოხვდა ბათუმზე სიუჯეტი euronews-ის ეთერში. ჟურნალისტმა დენის ლოკტიემ მტირალას ეროვნული პარკში, კურორტ გოდერძიზე, ბათუმში და ძირითადი ტურისტული ადგილები იმოგზაურა. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.
აჭარის შესახებ მომზადებული მინი-სერიები euronews-ის ეთერში მაისიდან ყოველდღიურად გადაიცემა და მაყურებლემს შესაძლებლობა ექნებატ ეს მასალები თვის ბოლომდე ნახონ.
აჭარას ამ ეტაპზე euronews-ის კიდევ რამდენიმე ჟურნალისტი სტუმრობს, რომლებიც აჭარაში მოგზაურობას ვრცელ ბლოგს მიუძღვნიან. შემოდგომაზე კი გადაცემა „ფოკუსი“-ის გადამღები ჯგუფი აჭარაში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადას გააშუქებს.
რეგიონის შესახებ მომზადებული გადაცემების გარდა, euronews-ზე აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლიც ტრიალებს. ტელეკომპანიის ეთერით აჭარის ტურისტულ პროდუქტებსა და სერვისებს 195 ქვეყანაში ეცნობიან.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციის მიზნით საერთაშორისო ტელეკომპანიებთან 2017 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს. აჭარის საიმიჯო ვიდეორგოლები და გადაცემები ისეთი რეიტინგული ტელეკომპანიებით გადაიცემა, როგორებიცაა BBC, CNN, Deutsche Welle და ევრონიუსი.