აჭარის რეგიონის წარმომადგენლები, ახალგაზრდა დიპლომატები კაბადოკიაში მიემგზავრებიან. ა(ა)იპ ,,მრავალეროვანი საქართველო დემოკრატიული ღირებულებების განმტკიცბისათვის”.
ორგანიზაციის სრული დაფინანსებით განხორციელდება კიდევ ერთი კულტურულ-შემეცნებითი პროექტი, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ამავე ორგანიზაციის ახალგაზრდა დიპლომატები აჭარის რეგიონიდან.
50-ზე მეტი მონაწილე, რომელიც გასული წლის გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის საორგანიზაციო ჯგუფის წევრი იყო 5 დღიანი ტურით, მიმდინარე წლის 20-24 მაისს, გაემგზავრება კაბადოკიაში.
პროექტი მოიცავს კულტურული და შემეცნებითი ხასიათის დანიშნულებას, რომელიც ითვალისწინებს მეზობელი ქვეყნების ისტორიული მნიშვნელობის მქონე ადგილების დათვალიერებას.