მახინჯაური-ხელვაჩაურის შემოვლითი გზის მშენებლობაზე დასაქმებულებისთვის, საცხოვრებელი კოტეჟების მშენებლები მეორე დღეა გაფიცულები არიან
მათი დამქირავებელი თურქული კომპანია ,,ფოლათ იოლ იაფი სანაიი ვე თიჯარეთის”-ია , რომელიც კომენატრს გაფიცულ მუშებზე არ აკეთებს. აქციის მონაწილეები სამუშაო საათების გაზრდას აპროტესტებენ და სამსახურში გამოცხადებაზე უარს ამბობენ. მათი განცახდებით დამქირავებელმა სამუშაო დრო ერთი საათით გაუფრთხილებლად გაუზარდეს. ანაზღაურება კი შრომასთან შეუსაბამოა. მათი ხელფასი 500- დან 750 ლარამდე მერყეობს.
გაფიცული პერსონალი ამბობს, რომ კომპანიის წარმომადგენლები მათთან მოლაპარაკებას არ აპრებენ და ეუბნებიან , რომ თუ არ მოსწონთ სეუშლიათ სამსახუღი დატოვონ მათ კი სხვაგან წასასვლელი არ აქვთ.
თურქულ კომპანიაში 100- მდე ადამიანია დასაქმებული, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სპეციალისტები.