• პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა
acharanews.ge
acharanews.ge
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა

„ჩემ გვერდით დაწექი“, „მოდი, დაჯექი, ტაკოზე უნდა გაგარტყა,“ – 15 წლის გოგონა პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

მარტი 31st, 2018 რეგიონი, სამართალი 181

„ჩემ გვერდით დაწექი“, „მოდი, დაჯექი, ტაკოზე უნდა გაგარტყა,“ – 15 წლის გოგონა პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

„ჩემ გვერდით დაწექი“, „მოდი, დაჯექი, დაჯექი, ტაკოზე უნდა გაგარტყა,“ – 15 წლის გოგონა პედაგოგს სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს.

ვიდეო 15 წლის გოგომ მასზე სექსუალური ძალადობის დროს პედაგოგის სახლში გადაიღო.

არასრულწლოვანი გოგონას მიერ გადაღებულ ვიდეოში ისმის, რომ ბავშვი მასწავლებელს სექსუალური ძალადობის შეწყვეტას სთხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საფეხბურთო გუნდიდან წასვლით ემუქრება. 70 წლამდე მასწავლებელი კი გოგონას აშანტაჟებს, ფიზიკური შეურაცხყოფით ემუქრება და უყვირის.

არასრულწლოვანი სამეგრელოში ფეხბურთის გუნდში სათამაშოდ იმერეთის ერთ-ერთი ქალაქიდან ჩავიდა. მწვრთნელის სახლში ის თანაგუნდელთან ერთად ცხოვრობდა. მოზარდი ამტკიცებს, რომ სექსუალური ურთიერთობა მასწავლებელმა მას სახლში გადასვლიდან 1 კვირაში, ფულის სანაცვლოდ, შესთავაზა.

მოზარდმა ვიდეო საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად გადაიღო, მასწავლებლის სახლიდან წამოვიდა და მოძალადის სამართლებრივად დასჯას ითხოვს.

ბოლო ინციდენტი 4 დღის წინ მოხდა, მოზარდზე მწვრთნელმა ერთ დღეში რამდენჯერმე იძალადა და ფიზიკური შეურაცხოფაც მიაყენა.

არასრულწლოვანმა ვიდეომასალა ჯერ საფეხბურთო სკოლის თანამშრომლებს, შემდეგ კი ოჯახის წევრებს აჩვენა. გოგონას დედა დახმარებას პრეზიდენტს სთხოვს.

კურიერის ინფორმაციით, 70 წლამდე მასწავლებელმა რაიონი 3 დღის წინ დატოვა. კურიერთან საუბარში სავარაუდო მოძალადე ბრალდებებს უარყოფს.

ის, რომ მწვრთნელს ფეხბურთელი სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებს, სკოლაშიც იციან, თუმცა, მძიმე ბრალდებების დაჯერება უჭირთ.

სექსუალური შევიწროვების შემდეგ, გოგონას ფსიქოლოგების დახმარება დასჭირდა. მას ექიმებმა მკურნალობის კურსი დაუნიშნეს, თუმცა დედამ შვილისთვის უსახსრობის გამო წამლების შეძენა ვერ მოახერხა.

მომხდარზე გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, შაბათის კურიერის ანონსის ეთერში გასვლის შემდეგ, დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს.

ინფორმაციას ,,რუსთავი 2′‘ ავრცელებს.

  • Tags
  • სექსუალური შევიწროება
Facebook Twitter Google+ LinkedIn Pinterest

Related Posts

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები პოლიტიკა
იანვარი 5th, 2021

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

როგორ იპარავდა გაზს თავისი ორსართულიანი სახლისთვის „ოცნების“ დეპუტატი ?! რეგიონი
ნოემბერი 11th, 2020

როგორ იპარავდა გაზს თავისი ორსართულიანი სახლისთვის „ოცნების“ დეპუტატი ?!

რომელ წელს დაკარგა გურიამ ქობულეთი რეგიონი
ნოემბერი 11th, 2020

რომელ წელს დაკარგა გურიამ ქობულეთი

Facebook Comments

ეკონომიკა
მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

საქართველოს საავიაციციო ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas“ იწყებს

საქართველოს საავიაციციო ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas“ იწყებს

სამართალი
აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

დაცვის პოლიციის მიერ დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

დაცვის პოლიციის მიერ დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

დავით კირკიტაძე დააკავეს

დავით კირკიტაძე დააკავეს

  • Click here - to select or create a menu
© acharanews.ge 2017. ყველა უფლება დაცულია
დამზადებულია NanoTex-ის მიერ