მეცნიერები ხელმძღვანელებს ურჩევენ, თანამშრომლებს დღის განმავლობაში, სამსახურში ერთი საათით დაძინების საშუალება მისცენ. ინფორმაციას Mirror-ი ლიდსის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევაზე დაყრდნობით ავრცელებს.
გაირკვა, რომ გაზაფხულზე, როცა დღე იზრდება, ადამიანებს უჭირთ იმავე ხანგრძლივობით მუშაობა, რა დატვირთვითაც ზამთარში მუშაობდნენ.
დრო, რომელიც დაემატა დღეს, ცხადია, მოაკლდა ღამეს. შესაბამისად, ე.წ. “ბიოლოგიური საათი”, რომელიც ყველა ადამიანს გააჩნია, -ირღვევა, რაც მუშაობის ხარისხზე აისახება.
ამასთან, ძილის ხარისხი ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უარესდება. ეს იმ უამრავ ხელოვნურ სინათლესთანაა დაკავშირებული, რომელთანაც ადამიანებს უწევთ თანაცხოვრება: ტელევიზორები, კომპიუტერის ეკრანები, ტელეფონები…
ამ დროს, რაც არ უნდა ხანგრძლივად ეძინოს ადამიანს, ძილის საათების რაოდენობა არ განსაზღვრავს ხარისხს და დილითაც კი, როცა ორგანიზმი დასვენებული უნდა იყოს, ადამიანი დაღლილი იღვიძებს.
ღამის საათების კლება კიდევ უფრო ცუდად აისახება იმ ადამიანებზე, რომელთაც 4-5 საათზე დიდხანს არ ეძინათ.
წყარო: imedinews.ge