• პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა
acharanews.ge
acharanews.ge
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა

სასტუმრო „ლეო გრანდის“ საქმეზე 2 პირი დააკავეს

მარტი 23rd, 2018 სამართალი 55

სასტუმრო „ლეო გრანდის“ საქმეზე 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ოთხთვიანი გამოძიების შედეგად, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სასტუმრო „ლეო გრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის ფაქტზე, ბათუმში, აღნიშნულ სასტუმროში მენეჯერულ პოზიციაზე მომუშავე 2 პირი: თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ფ.ი. და საქართველოს მოქალაქე, 1978 წელს დაბადებული გ.მ. დააკავეს. 

,,2017 წლის 24 ნოემბერს ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო „ლეო გრანდში“ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, შენობაში მყოფი 11 ადამიანი გარდაიცვალა, 19-მა პირმა კი სხეულის დაზიანება მიიღო.
გამოძიებამ, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და ექსპერტიზების პასუხების შედეგად, დაადგინა, რომ სასტუმრო „ლეო გრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევით ფუნქციონირებდა. კერძოდ, შენობა აღჭურვილი არ იყო გამართული ავტომატური სახანძრო და კვამლმაუწყებელი სიგნალიზაციით, ასევე, უზრუნველყოფილი არ იყო ხანძრის დროს კვამლის მოცილებისთვის საჭირო ავარიული კვამლსაწინაღმდეგო ვენტილაციის პროექტირებით, რათა, ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, შენობის სხვა სათავსებიდან შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანების ევაკუაცია. მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში ინახებოდა წვადი, ადვილადაალებადი ნივთიერებები, გამოყოფილი არ იყო თამბაქოს მოსაწევი ადგილები.
ამავე ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში დამონტაჟებული არ იყო ავტომატური მოწყობილობა, რომელიც, ხანძრის შემთხვევაში, სავენტილაციო არხებში წვის პროდუქტების გაუვრცელებლობას უზრუნველყოფდა.
გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ სასტუმროში სახანძრო უსაფრთხოების წესებზე პასუხისმგებელი პირები სწორედ გ.მ. და ფ.ი. იყვნენ. მათ მიერ სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევის შედეგად, 2017 წლის 24 ნოემბერს, სასტუმროში გაჩნდა ხანძარი, რა დროსაც, ძლიერი დაკვამლიანების გამო, CO-თი გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით გარდაიცვალა 11 პირი, სასტუმროს სხვადასხვა სართულზე მყოფმა 19-მა პირმა კი ჯანმრთელობის დაზიანებები მიიღო.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, იმ პირის მიერ, ვისაც ამ წესის დაცვა ევალებოდა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

შეგახსენებთ, რომ ხანძრამდე სასტუმრო „ლეო გრანდში“ ჩატარდა გეგმიური შემოწმება, გამოვლინდა დარღვევები, რომელთა გამოსასწორებლად პასუხისმგებელ პირებს მიეცათ გონივრული ვადა. განმეორებითი შემოწმება სასტუმროში 2017 წლის 20 ივნისს განხორციელდა, რის შედეგადაც, „ლეო გრანდი“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევის გამო დაჯარიმდა.

აღსანიშნავია, რომ სასტუმრო „ლეო გრანდში“ მომხდარი ფაქტი ბოლო წლებში საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ხანძარია. პოლიციამ და მეხანძრე-მაშველებმა, უშუალოდ ხანძრის მომენტში, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს ყველა საჯარო თუ კერძო დაწესებულებას, დაიცვან სახანძრო უსაფრთხოების წესები, რათა დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე და ჯანმრთელობა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ინფორმაციას სამინისტროს პრესსასამსახური ავრცელებს.

  • Tags
  • სასტუმრო ლეო გრანდი
Facebook Twitter Google+ LinkedIn Pinterest

Related Posts

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები პოლიტიკა
იანვარი 5th, 2021

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს პოლიტიკა
მარტი 2nd, 2019

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა სამართალი
თებერვალი 1st, 2019

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

Facebook Comments

ეკონომიკა
მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

საქართველოს საავიაციციო ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas“ იწყებს

საქართველოს საავიაციციო ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია „Flynas“ იწყებს

სამართალი
აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

გიორგი გიორგანაშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

დაცვის პოლიციის მიერ დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

დაცვის პოლიციის მიერ დაცვისა და მაკონტროლირებლის ფუნქციის შეთავსება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი

დავით კირკიტაძე დააკავეს

დავით კირკიტაძე დააკავეს

  • Click here - to select or create a menu
© acharanews.ge 2017. ყველა უფლება დაცულია
დამზადებულია NanoTex-ის მიერ