• პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა
acharanews.ge
acharanews.ge
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • ეკონომიკა
  • სამართალი
  • კულტურა
  • სპორტი
  • მსოფლიო
  • მედიცინა

არის თუ არა სასწრაფო დახმარების ცენტრი კონკრეტულ კლინიკებთან გარიგებული – მაკა გვარამია ბრალდებებს პასუხობს

თებერვალი 11th, 2018 მედიცინა 58

არის თუ არა სასწრაფო დახმარების ცენტრი კონკრეტულ კლინიკებთან გარიგებული – მაკა გვარამია ბრალდებებს პასუხობს

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის, მაკა გვარამიას განცხადებით, ბრალდება, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელობა გარიგებულია კონკრეტულ კლინიკებთან და პაციენტების შეყვანა მხოლოდ აღნიშნულ კლინიკებში ხდება, სიცრუეა.

გვარამიამ აღნიშნული განცხადება ცალკეული კლინიკების ჰოსპიტალიზაციის სისტემის მისამართით გაკეთებულ შენიშვნებთანდაკავშირებით გააკეთა. აღსანიშნავია, რომ აუდიტის დასკვნამ, სისტემაში ხარვეზების არსებობა დაადასტურა.

როგორც ცენტრის დირექტორი განმარტავს, კლინიკების ნაწილი პაციენტების რაოდენობის კლებას სასწრაფო დახმარების ცენტრს უკავშირებს, თუმცა, ეს კლინიკების რაოდენობისა და კონკურენციის ზრდას უკავშირდება.

,,ბოლო დღეების განმავლობაში მედიასაშუალებებით აქტიურად ვრცელდება ზოგიერთი კლინიკის მხრიდან მიზანმიმართული განცხადებები, თითქოს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ხელმძღვანელობა გარიგებულია კონკრეტულ კლინიკებთან და პაციენტების შეყვანა ხდება მხოლოდ ამ კლინიკებში, რაც, ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ არის ძალიან დიდი სიცრუე. მათ არგუმენტად მოჰყავთ მხოლოდ აუდიტის 2014-2015 წლის დასკვნა, რაც მოიცავს არამხოლოდ სასწრაფო-სამედიცინო დახმარებაზე რჩევებს, არამედ არის სისტემური რჩევები ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით. ჩვენთვის ეს მისაღებია და ვიწყებთ მუშაობას ხარვეზების გამოსასწორებლად. რაც შეეხება კლინიკებს, რომლებიც მუდმივად მანიპულირებენ, რომ მათთან ჰოსპიტალიზაცია შემცირდა, მოგახსენებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ფართოდ განვითარდა ჰოსპიტალური სექტორი, კლინიკების რაოდენობამ იმატა და გაიზარდა კონკურენციაც. აქედან გამომდინარე, ცენტრი ახორციელებს პაციენტების გადაყვანას კლინიკებში მათი სერვისების, შესაძლებლობების, მდებარეობის, პაციენტთა შემხვედრი საჭიროების გათვალისწინებით.

ასეთი კლინიკა შეიძლება მოშორებული იყოს პაციენტისგან. ჩვენ პაციენტს ან მის ოჯახის წევრს ვაკეთებინებთ ჩანაწერს ჩვენს ბარათზე, სადაც ის ხელმოწერით ადასტურებს, რომ მას სურს კონკრეტულ კლინიკაში გადასვლა”, – განაცხადა მაკა გვარამიამ.

  • Tags
  • მაკა გვარამია
Facebook Twitter Google+ LinkedIn Pinterest

Related Posts

კლინიკებში დაფინანსების ახალი სისტემა - DRG-ის მეთოდი დაინერგება მედიცინა
მაისი 14th, 2022

კლინიკებში დაფინანსების ახალი სისტემა - DRG-ის მეთოდი დაინერგება

როდემდე დაჰყოფს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში"?! მედიცინა
მაისი 12th, 2022

როდემდე დაჰყოფს მიხეილ სააკაშვილი კლინიკა „ვივამედში"?!

მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ორი ინტერვალური (16:8-ზე და 18:6-ზე) შიმშილობის ეფექტურობა მედიცინა
მაისი 9th, 2022

მეცნიერებმა ერთმანეთს შეადარეს ორი ინტერვალური (16:8-ზე და 18:6-ზე) შიმშილობის ეფექტურობა

Facebook Comments

ეკონომიკა
რაში დახარჯავს ბათუმის მერია 2022 წლის ბიუჯეტს - 107 მილიონ ლარს?!

რაში დახარჯავს ბათუმის მერია 2022 წლის ბიუჯეტს - 107 მილიონ ლარს?!

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

მოქალაქეების მილიარდნახევარი ლარის ვალს ფონდი „ქართუ“ დაფარავს - ივანე მაჭავარიანი

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

სს „ქართული ლუდის კომპანიის” ახალი, საბავშვო პროდუქტი „ჩერო გმირები“ უკვე ხელმისაწვდომია 

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

ბათუმის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების  ასისტენტების გადამზადება დაიწყო.

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

Silk Factory Studio-ში საქართველოში წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა-დეგუსტაცია გაიმართა

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

აჭარის შესახებ რეკლამა უკვე euronews-ზე ტრიალებს (VIDEO)

სამართალი
ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით შეეფარდა

ნიკა გვარამიას თავისუფლების აღკვეთა 3 წლითა და 6 თვით შეეფარდა

აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისში შსს-მ ცეცხსასროლი იარაღის მასშტაბური ამოღება განახორციელა

აჭარაში, სამეგრელოში, კახეთსა და თბილისში შსს-მ ცეცხსასროლი იარაღის მასშტაბური ამოღება განახორციელა

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვისთვის სამ პირს 4-დან 12 წლამდე ემუქრება

ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის დათესვისთვის სამ პირს 4-დან 12 წლამდე ემუქრება

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

აჭარის მთავრობის მიერ ლობირებული და ტენდერ-ფავორიტი კომპანიები

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

სამი პირი ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დააკავეს

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

შსს: დაკავებულია პირი, რომელმაც პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერი youtube-ზე ატვირთა

  • Click here - to select or create a menu
© acharanews.ge 2017. ყველა უფლება დაცულია
დამზადებულია NanoTex-ის მიერ